გაკვეთილის თემა
|
გრადუსთა ბადე და დედამიწის კოორდინატები
|
სწავლების საფეხური,მოსწავლეთა რაოდენობა
|
მე-7 კლასი 18მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი და ამოცანები
|
სხვადასხვა გეოგრაფიული კოორდინატებისა და ადგილმდებარეობის დადგენა
|
ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორები
|
რუკაზე განსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ძირითად ელემენტებს;რუკის გამოყენებითგანსაზღვრავს
ობიექტების კოორდინატებს.
|
მოსწავლეთა წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა, გეოგრაფიული ინფორმაციის
მოპოვება,შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
პირველი ეტაპი-პროვოცირება-10წთ.მაგ. დააკვირდნენ რუკას და გამოთქვან
ვარაუდი რატომ არის რუკა დასერილი ხაზებით. იმუშაონ წყვილებში დაადგინონ რომელ ნახევარ სფეროში მდებარეობს აფრიკა,
ავსტრალია და დანაჩენი კონტინენტები
მეორე ეტაპი-მინი ლექცია-20წთ
გრადუსთა ბადისა დაგეოგრაფიული კოორდინატების შესახებ.
მერიდიანების,პარალელების,გეოგ. გრძედის და განედის განმარტებების შემდეგ კლასი იყოფა
3ჯგუფად , თითოეულ ჯგუფს ეძლევადავალება-ამოცანა
გეოგრაფიულ კოორდინატებზე. სამუშაოს შესრულების შემდეგ ხდება ნამუშევრების პრეზენტაცია.თითოეული
ჯგუფის წარმომადგენელი კიტხულობს ამოცანას და მის პასუხს აჩვენებს რუკაზე.
მესამე ეტაპი- გაკვეთილის შეჯამება -15წთ. გაკვეთილის ბოლოს თითოეულ
მოსწავლეს ეძლევა ინდივიდუალური დავალება,დასრულების შემდეგ კი ერთმანეთს აცნობენ
სწორ პასუხებს.
|
შეფასება
|
განმსაზღვრელ-განმავითარებელი.
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო,ნახევარსფეროების რუკა და საქართველოს ფიზიკური რუკა.
|
Sunday, December 15, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment