Wednesday, December 18, 2013

პროექტი კარსტული მღვიმეები

საგნობრივი ჯგუფი: ისტორია და გეოგრაფია,საზოგადოებრივი მეცნიერებები მე- 9 კლასი
საინტერესო თემა: კარსტული მღვიმეები
ხათუნა ახობაძე N4 საჯარო სკოლა.
პროექტის აღწერა
ინტეგრირებული ექსკურსია-გაკვეთილი.გეოგრაფია მსოფლიო კულტურა,ფიზიკa,ქართული ენა და ლიტერატურა
პრომეთეს მღვიმე-სათაფლია,ბაგრატი.
პროექტის მიზანი
რეალურ ვითარებაში გარემოზე დაკვირვება,კლას გარეშე განათლების მიღება,სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარების განვითარება .
ამოცანები
სასწავლო და სამეცნიერო კუთხით,დაგეგმილი გასეირნებით მოსწავლეებზე შთაბეჭდილების მოხდენა,კოლექტიური დათვალიერება,რეალურ ვითარებაში გარემოზე დაკვირვებით.მაგალითებისა და ფაქტების დაყრდნობით საგნებ შორის ურთიერთ კავშირი.
1.მონაწილეები
პედაგოგები,მოსწავლეები.
მოსწავლეთა ასაკი
15-16 წელი.
პროექტში დაკვავებული პედაგოგები. 
გეოგრაფიის პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა სპეც ეკოლგიაზე,საქართველოჭი არსებულ კარსტული მღვიმეების წარმოქმნის შესახებ.
მსოფლიო კულტურის პედაგოგმა ისაუბრა პრომეთეს მითის შესახებ და ახსნა,რომ პრომეთეს სახელი მხოლოდ პირობითია მღვიმისათვის და არანაირ კავშირშია მღვიმის წარმოქმნასთან.
ფიზიკის პედაგოგმა კი მოსწავლეებს გააცნო მღვიმის განათების,ელქტრო ენერგიის მომარაგების პრინციპები და ისაუბრა მღვიმის უსაფრთხოების შესახებ 
მოსწავლეების საქმიანობა
მოსწავლეებმა შეადარეს პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები,გადაიღეს სურათები,გააკეთეს ჩანაწერები,დაკვირვების შემდეგ შექმნეს სათაფლიის ტოპოგრაგიოული გეგმა.
პროეტის შესრულების ვადები
მოსწავლეები თეორიულად გაეცნენ თემას კარსტული მღვიმეების შესახებ,გამოითქვა მოსაზრება უკეთ შესწავლის  მიზნით, ადგილზე დათვალიერება, ერთი კვირის განმავლობაში მოხდა ორგანიზება ექსკურსიის მოწყობისათვის . 
ბიუჯეტი
მგზავრობა და ადგილზე მომსახურების სერვისი80 ლარი.
მონიტორინგი
თვალყურის დევნება მოსწავლეებზე რამდენად საინტერესო იქნა არჩეული თემა მათთვის,ასევე სასწავლო და სამეცნიერო კუთხით დაგეგმილმა გასეირნებამ რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
შეფასება 
პროექტის წარმატება განსაზღვრა: საინტერსეო თემამ,თემის რეალურად განხორციელება ნანახმა და ინტეგრირებული საგნების მასწავლებლების მიერ წაკითხულმა მინი ლექციამ.
პრომეთეს დარბაზი. 


მღვიმის შესასვლელი 
პროექტში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები 
სათაფლიის მღვიმის ერთ-ერთი დარბაზი.
 პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ახობაძე
ელ. მისამართი:xatynaaxobadze55@gmail.com
ჩემი ბლოგი: xatunaaxobadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment